წესები და რეგულაციები
1. BRAIN DRAIN - წესები და პირობები
1.1 ეს დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას BRAIN DRAIN-ის მომხმარებლისათვის , რომლებიც მონაწილეობენ "Real Room Escape" ღონისძიებაში.
1.2 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ დოკუმენტს, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას "Real Room Escape"-ის ღონისძიებაში.
2. წესები და პირობები ოთახში შესვლამდე
2.1 დაჯავშნული თამაში შეიძლება გაუქმდეს 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია თამაშის გადატანა სხვა ხელსაყრელი დროისთვის.
2.2 თუ მოთამაშემ არ გააკეთა შეტყობინება თამაშის გადადების ან გაუქმების შესახებ 24 საათის განმავლობაში, მაშინ თამაში ჩაითვლება შემდგარად. თამაშისთვის გადახდილი თანხა არ დაბრუნდება და თამაშის დრო არ იქნება გადატანილი სხვა ხელსაყრელი დროისთვის.
2.3 პირადი ნივთები, როგორიცაა მობილური ტელეფონები, გასაღები, ჩანთები, ზურგჩანთები, წიგნები,კალმები,ფანქრები, ნოუთბუქები, ხმის ჩამწერები , კვება და სასმელი (არ არის სრული სია) მომხმარებელმა უნდა დატოვოს Brain Drain-ის პერსონალთან ოთახში შესვლამდე, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას.
2.4 სასურველია ადგილზე მისვლა 30 წუთით ადრე თამაშის დაწყებამდე, რათა გაიაროს
ინსტრუკტაჟი ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოების წესები რაიმე
ინციდენტის ასაცილებლად.
2.5 მომხმარებელი რომელიც დააგვიანებს მაინც გაივლის ამ ინსტრუკტაჟს ოთახში შესვლამდე. არავინ იქნება დაშვებული ოთახში ინსტრუკტაჟის მიღების გარეშე.
3. წესები და პირობები ოთახში
3.1 სცენარის კონსტრუქციაში დაცულია ყველა საჭირო სიფრთხილე და არ შეიცავს რაიმე მავნე ელემენტებს.
მომხმარებლის ნებისმიერი ნებაყოფლობითი ან იძულებითი ქმედება, რომელიც შეიძლება
გამოიწვიოს ზიანი (ფიზიკური ან ფსიქიკური) არის მომხმარებლების პასუხისმგებლობა.
3.2 თამაში დაფუძნებულია რაციონალურ გადაწყვეტილებებზე და არ საჭიროებს სპეციალურ შესაძლებლობებს ან იშვიათ ცოდნას. ძალა და ძალადობა არანაირად არ არის საჭირო თავსატეხების ამოსაცნობად. გამოცანებისა და კოდებისათვის მისაღები გადაწყვეტილებები არ შეიცავს გათბობის, ელექტრო ან სათვალთვალო სისტემას.
3.3 მომხმარებელს არ შეუძლია საინფორმაციო ბანერის მოხსნა როგორებიცაა : "არ გახსნა", "არ შეეხოთ", "არ გაანადგუროთ" ან ფერადი (წითელი და ყვითელი) სტიკერები ნაპოვნი ოთახში. ისინი იქ მომხმარებლის დასაცავად არის.
3.4 ყველა ზიანი, რომელიც მოყვება მომხმარებლის საქმიანობის შედეგად ოთახში,
მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
3.5 ბავშვები 14 წლამდე დაიშვებიან მხოლოდ მინიმუმ ერთი მშობლის
(ან რეპეტიტორის ) თანდასწრებით. ბავშვებს 15-18 წლამდე უნდა ჰქონდეთ თან
წერილობითი თანხმობა მშობლებისაგან ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
3.6 თამაში დასრულდება ზუსტად 60 წუთში.მიუხედავათ იმისა იპოვით თუ არა თქვენ გასაღებს.
4. პასუხისმგებლობა
4.1 მე, მომხმარებელი ვაცხადებ, რომ მესმის რა თამაშთან დაკავშირებული ინსტრუქციები, არ მივიღებ მონაწილეობას ისეთ ქმედებებში, რომლებიც გონებივრად თუ ფიზიკურად გვავნებს მე ან ჩემს თანაგუნდელებს.
4.2 მე, მომხმარებელს მესმის რა, რომ ოთახში არსებული ყველა ნივთი არ არის გათვლილი ძალადობაზე. აქედან გამომდინარე მე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ზიანი ამ ნივთებისა, იქნება ჩემს მიერ ანაზღაურებული.
4.3 მე, მომხმარებელს მესმის , რომ Brain Drain-ი თამაშია, რომელიც არ არის რეკომენდირებული ორსული ქალებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც არიან შეპყრობილი გულის დაავადებებით, კლაუსტროფობიით, პანიკით, ბრონქიალური ასთმით, ინფექციური დაავადებებით, ეპილეფსიით ან ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა დაავადებებით. მიუხედავად ამ რეკომენდაციისა, მე ვაცხადებ, რომ თამაშში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არის ჩემს პირად პასუხისმგებლობაზე.
4.4 მე, მომხმარებელს მესმის, რომ Brain Drain-ის თანამშრომლებს შეუძლიათ შეწყვიტონ
თამაში ნებისმიერ მომენტში თუ მე მომხმარებელი არ დავიცავ მითითებულ წესებს
ამ დოკუმენტიდან.
4.5 Brain Drain-ის კოპირება, გავრცელება, გამოქვეყნება ან გამოყენება შემოქმედებითი ცნებებისა, აკრძალულია.
Brain Drain-ს აქვს უფლება კანონის ფარგლებში მოიმოქმედოს იმათ წინააღმდეგ ვინც წესებს დაარღვევს.
4.6 ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის თამაში აკრძალულია.
4.7 რეალითი-ქვესტები Brain Drain-ში 8 წლამდე ასაკის ბავშვები სათამაშოდ არ დაიშვებიან.
4.8 ორგანიზატორზე ან რეალითი-ქვესტები Brain Drain-ის ქონებაზე, მოთამაშეების მხრიდან მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში, მოთამაშეები ვალდებულნი არიან მატერიალური ზიანით გამოწვეული ზარალი სრულად აანაზღაურონ წარმოდგენილი ფრაის-ლისტის თანახმად.