- რა არის Escape Room?
Escape Room – ეს არის კარგი შესაძლებლობა გაატაროთ დრო ოჯახსა და მეგობრებთან ერთად. ეს არის ცოცხალი თავგადასავალი, რომელიც იშლება სპეციალური ოთახის შიგნით. Escape Room-ის თავგადასავალში მონაწილეობის მიღებით თქვენ ხდებით 2-5 ადამიანისგან შემდგარი გუნდის წევრი. 60 წუთის განმავლობაში გამოკეტილი იქნებით ოთახში, რომელიც სავსეა ინტერაქტიული თავასატეხებით და რთული დავალებებით. თქვენს მიზანს წარმოადგენს ოთახიდან თავის დაღწევა. ამის მისაღწევად საჭიროა მოძებნოთ დამალული მინიშნებები და გაიაროთ გამოცდები, რომლებიც მომზადებულია ჩვენი ნიჭიერი დიზაინერების მიერ. როცა გახსნით ყველა საიდუმლოს, კარი გაიღება, და თქვენი გუნდი გათავისუფლდება. მოგიწევთ კარგად დაფიქრდეთ და სწრაფად იმოქმედოთ! დაგვიანებული მოთამაშეები Escape Room-ის ოთახში არ დაიშვებიან. გთხოვთ, დარწმუნდით იმაში, რომ ადგილზე მიხვალთ დანიშნული თამაშის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე. დაგვიანებულებს გადახდილი თანხა უკან აღარ დაუბრუნდებათ.
- რა გჭირდებათ Escape Room-ში?
ESCAPE ROOM-ში დაგჭირდებათ საზრიანობა, ცნობისმოყვარეობა და თავგადასავლების სურვილი. თავსატეხები არც ისე მარტივია, ასე რომ, მოემზადეთ სირთულეებისათვის. ერთი ადამიანი – კარგია, მაგრამ ხუთი – უკეთესია. თამაშისას დაგჭირდებათ გუნდში ურთიერთობის და მუშაობის უნარი. შეთანხმებული მოქმედებით უფრო მარტივად გამოიცნობთ მინიშნებებს, გამოიყენებთ აზროვნების დედუქციურ მეთოდს და ამოხსნით თავსატეხებს. გუნდური მუშაობით ოთახიდან გამოსვლის შანსი მეტი გექნებათ.
- შეიძლება თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენება Escape Room-ში?
მოდით, პატიოსნად ვითამაშოთ. ჩვენ ვკრძალავთ მობილური ტელეფონების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას Escape Room-ში. თუ ოთახში აღმოჩნდება უცხო ნივთი მისი მფლობელი დაუყოვნებლივ გაირიცხება თამაშიდან.
- როგორ ექცევიან დაგვიანებულებს?
თუ დააგვიანებთ, მაშინ თამაში დაიწყება თქვენს გარეშე. თამაში იწყება მკაცრად დადგენილ დროს. გთხოვთ, მობრძანდეთ თამაშის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე. დროის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ როგორც კი გამოიწერთ თამაშს. მას შემდეგ, რაც დაიხურება კარები, მონაწილეებთან არავინ არ დაიშვება. გახსოვდეთ, ჩვენ არ ვაბრუნებთ გადახდილ თანხას.
- რა ასაკში შემიძლია Escape Room-ის თამაში?
ჩვენი შოუ არ არის 8 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ასევე თოთო ბავშვი არ დაიშვება სათამაშო ოთახში. 8 წლიდან 14 წლამდე ბავშვები უნდა მობრძანდნენ უფროსის თანმხლებით და თავისი ბილეთით (ერთ უფროსზე არაუმეტეს 4 ბავშვისა). 18 წლამდე ბავშვებისგან შემდგარი ჯგუფი უნდა მობრძანდეს მინიმუმ ორი უფროსის თანმხლებით.
- ორსულებისათვის შეიძლება თამაში?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სტუმრების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ორსულ ქალბატონებს არ ვურჩევთ თამაშში მონაწილეობას, რადგან ის ითვალისწინებს სხვადასხვა დონის ფიზიკურ და ემოციურ სტრესს. ბუნებრივია, ეს იწვევს ადრენალინის გამოყოფას. აგრესიულმა მოთამაშემ შესაძლოა უმნიშვნელო დაზიანებაც მოგაყენოთ. აგრეთვე, თამაში მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის შიში თამაშთან დაკავშირებით, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
- შეუძლია თუ არა ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს თამაში?
თუკი ფიქრობთ, რომ ეპილეფსიის შეტევა შესაძლოა სტრესმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს, გთხოვთ თავი შეიკავოთ თამაშისაგან. Escape Room ის ოთახში განლაგებულია სტრობოსკოპები და მოციმციმე შუქები, ასევე ყურმილი,რომელიც სკოლის ზარივით, ყოველ 5 წუთში რეკავს. გარდა ამისა, ერთსაათიანი შესანიშნავი თავგადასვლის მსვლელობისას შეიძლება სხვა ხმებიც გაისმას. თუ ეს თქვენთვის რაიმე სახის საშიშროებას წარმოადგენს, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
- შეიძლება თუ არა ჩემი გუნდისთვის კერძო თამაშის შეკვეთა Escape Room-ში?
დიახ, შეგიძლიათ დაჯავშნოთ შოუ თქვენი გუნდისათვის. ამ შემთხვევაში, ერთდროულად უნდა იყიდოთ 5 ბილეთი. თუ განრიგში არ არის თავისუფალი დრო, თამაშს მოვაწყობთ თქვენთვის სასურველ დროს. დაგვირეკეთ, ჩვენ მუდამ მოხარულები ვართ დაგეხმაროთ!
- შეიძლება თუ არა მეგობრის მოყვანა, რომელსაც ბოლო მომენტში სურს შემოუერთდეს თამაშს?
ყველა ცვლილებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. დაგვირეკეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კმაყოფილები დარჩეთ!
- თუ ჩვენი ჯგუფი 5 კაცზე ნაკლები ადამიანისგან შედგება, მაინც შეგვიძლია თამაში?
დიახ, შეგიძლიათ! Escape Room -ის თამაშის მსვლელობისას უამრავ ახალ მეგობარს გაიცნობთ. სწორედ მათთან ერთად მოგიწევთ მოიფიქროთ, თუ როგორ დააღწევთ თავს საშიშროებას!
- თუ მსურს, რომ ოთახში მხოლოდ ჩემი ოჯახი ან ჩემი მეგობრები იყვნენ?
იმისთვის, რომ მოიწყოთ სრულიად კერძო თამაში, საჭიროა ერთდროულად 5 ბილეთის ყიდვა არჩეული შოუსათვის.
- თუ ჩემი ჯგუფი ვერ მოდის შოუზე, რა უნდა ვქნა?
ჩვენი ოთახები Escape Room ძალიან დაკავებულია, ამიტომ თამაშის გაუქმება საკმაოდ პრობლემურია. გთხოვთ, შოუს დაწყებამდე 24 საათით ადრე შეგვატყობინოთ გაუქმების შესახებ. პრობლემას არ წარმოადგენს დავნიშნოთ ღონისძიება სხვა დროს, თუ დაგვირეკავთ დანიშნული თამაშის დაწყებამდე 24 საათით ადრე. სხვა შემთხვევაში თამაშის გაუქმება არ მოხერხდება, გადახდილი ფულის უკან დაბრუნება აკრძალულია.
- როდის შემიძლია ვეწვიო Escape Room-ს?
შეგიძლიათ გვეწვიოთ დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე, კვირაში შვიდი დღე.
- საჭირო არის თუ არა email-ის წარდგენა დადასტურებით ან ბილეთიბის წარდგენა?
თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, იმისათვის, რომ დაადასტუროთ რეზერვაცია და შეამოწმოთ მონაცემები თქვენი გუნდის შესახებ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ მობრძანდით, ითამაშეთ და არაფერზე არ ინერვიულოთ. არ გაქვთ დრო რომ დაგვირეკოთ? მაშინ ამობეჭდეთ email ჯავშნის დასტური და ბილეთები. წინასწარ მობრძანდით და ადგილზე შეგამოწმებთ.
- როდის უნდა მობრძანდეთ თამაშზე?
გთხოვთ, მობრძანდეთ თამაშის ოფიციალურ დაწყებამდე 30 წუთით ადრე. ჩვენ დაგელოდებით დახლთან. 15-20 წუთი საკმარისია იმისთვის, რომ საპირფარეშოში შებრძანდეთ, შეკითხვები დაგვისვათ და მოემზადოთ შოუსათვის.
- რამდენი ხანი გრძელდება თავგადასავალი Escape Room-ში?
თამაში Escape Room-ში 60 წუთს გრძელდება. იმედი გვაქვს, რომ თქვენ დახლთან გამოცხადდებით შოუს დაწყებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე. ხოლო, შოუს შემდეგ 30 წუთს დაუთმობთ დასვენებასა და გუნდთან შთაბეჭდილებების გაზიარებას. ჯამში თქვენ შეგიძლიათ აქ გაატაროთ 90 წუთი.
- საჭიროა თუ არა სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა?
შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერი კომფორტული და აქტიური მოძრაობისათვის განკუთვნილი ტანსაცმელი. არ დაგავიწყდეთ, აქ მობრძანდით ველური თავგადასავლებისათვის და თქვენ მისიას წარმოადგენს გადარჩენა. ტანსაცმელიც შესაბამისი უნდა იყოს.
- შეიძლება თუ არა სურათების გადაღება?
სურათების გადაღება შეიძლება მოსაცდელ ოთახში. შოუს მსვლელობისას ფოტო ან ვიდეო გადაღება აკრძალულია. ამან შეიძლება მოგაცდინოთ თავგადასავლისგან. მოდით Escape Room-ის საიდუმლოება დავუტოვოთ მათ, ვინც თქვენს შემდეგ მობრძანდება სათამაშოდ.